არქ-კონი წარმოადგენს ფასადის სისტემების საინჟინრო და სამონტაჟო ორგანიზაციას, რომელიც დამკვეთს უზრუნველყოფს ფასადის გადაწყვეტილებების სრულყოფილი მომსახურეობებით — კონცეფციიდან და ინსტალაციის ჩათვლით.
კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ინჟინრებით, პროექტების მენეჯერებითა და ტექნიკური სპეციალისტებით, რომელთა უმეტესობას საერთაშორისო სტანდარტების პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
არქ-კონი აერთიანებს ტექნიკურ ცოდნას, საინჟინრო გამოცდილებასა და პროექტების მართვის პრაქტიკას, რაც გვაძლევს შესაძლებლობას დამკვეთს შევთავაზოთ ფასადის სისტემების ეფექტური, ეკონომიკურად გამართული და ტექნიკურად სრულყოფილი გადაწყვეტილებები.
- ვახორციელებთ ალუმინის, მინისა და ვენტილირებადი ფასადების, ლითონის კონსტრუქციებისა და სხვა საინჟინრო სისტემების პროექტირებას, მომარაგებასა და მონტაჟს.
- დამკვეთს ვუზრუნველყოფთ არა მხოლოდ პროდუქციის შერჩევითა და მიწოდებით, არამედ მისი სრულყოფილი ინტეგრაციით პროექტში — ბიუჯეტის, ვადების და ხარისხის მოთხოვნების გათვალისწინებით.
- ვთანამშრომლობთ საერთაშორისო მწარმოებლებთან და ევროპულ ბრენდებთან, რაც გვაძლევს შესაძლებლობას თითოეული პროექტისთვის შევარჩიოთ ოპტიმალური ტექნიკური და ეკონომიკური გადაწყვეტა.
- ჩვენი გუნდის პროფესიული გამოცდილება მოიცავს საქართველოს მასშტაბით განხორციელებულ არაერთ მნიშვნელოვან საცხოვრებელ, სასტუმრო, კომერციულ და მრავალფუნქციურ პროექტს. სხვადასხვა ეტაპზე ჩვენი სპეციალისტები ჩართული იყვნენ ისეთი ობიექტების განხორციელებაში, როგორიცაა Paragraph Resort Shekvetili, Axis Towers, Mercedes-Benz Center Tbilisi, Hilton Garden Inn Tbilisi, Radisson RED Tbilisi და სხვა. ამჟამად კომპანია მონაწილეობს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში, მათ შორის Canopy by Hilton Tbilisi-ის, McDonald's Georgia-ს სათაო ოფისისა და Vake Parkside Residence-ის პროექტებში.
სწორად შერჩეული და პროფესიონალურად განხორციელებული ფასადის სისტემა განსაზღვრავს არა მხოლოდ შენობის ვიზუალურ იერსახეს, არამედ მის ენერგოეფექტურობას, გამძლეობასა და გრძელვადიან ექსპლუატაციას.
ჩვენი მიზანია მომხმარებლებს შევთავაზოთ ფასადური სისტემებისა და საინჟინრო მომსახურების სრულყოფილი პაკეტი, რომელიც აერთიანებს ხარისხს, სანდოობას, ტექნიკურ სიზუსტესა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის შესრულებას.
სერვისები
არქ-კონი გთავაზობთ ფასადის ინჟინერიის და ინსტალაციის სრულ სპექტს
დაინტერესდით? დაგვიკავშირდით
დაგვიკავშირდითგალერეა
ჩვენი პროექტები
გუნდი
ჩვენი გუნდი
ლევანი კაპანაძე
დირექტორი
გიორგი მაისურაძე
საოპერაციო მენეჯერი
ნიკოლოზ ქუფარაშვილი
მთავარი ინჟინერი
ქეთი ორველაშვილი
შესყიდვების მენეჯერი
გიორგი კაჭარავა
მთავარი ბუღალტერი
დავით დარბაიძე
ჯგუფის უფროსი
ლევან მაისურაძე
პროექტების მენეჯერი
მარიამ კოჩალიძე
მხაზველიკონტაქტი
დაგვიკავშირდით
ჩვენი მისამართი:
თბილისი, საქართველო, თენგიზ ჩანტლაძის 11გ
ელექტრონული ფოსტა:
info@arch-con.ge
დაგვიკავშირდით:
TEL: (+995) 571100453; (+995) 593742019; (+995) 598952766


















































